
ბრიანსკის რაიონში მიმდინარეობს ბრძოლა უკრაინელ დივერსანტებთან - წერს რუსული მედია და აცხადებს, რომ სამართალდამცველების ცნობით, დაღუპულები და დაჭრილები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
რუსული მედიის მტკიცებით, უკრაინელი დივერსანტები ბრიანსკის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიაზე, ორ სოფელში შევიდნენ -"ერთ-ერთში ადგილობრივი მოსახლეობა მძევლად აიყვანეს. ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ბოევიკებს შეეჯახნენ", - წერს "ტასი". მათივე ცნობით, მძევლად 6 ადამიანია აყვანილი.