აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ენმ-ს წევრები რუსულ კანონს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრები რუსულ კანონს აპროტესტებენ. ამის შესახებ განცხადება ბათუმში უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გააკეთეს. ისინი აღნიშნავენ, რომ კანონის მიზანია ხელისუფლებამ გავლენა მოიპოვოს არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე და ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციას.

დეპუტატები ხელისუფლებას ევროკავშირისა და ამერიკის მხარდაჭერით დაფინანსებულ და განხორციელებულ პროგრამებს ახსენებენ. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა ბათუმის წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, მუნიციპალური ავტობუსების შესყიდვა, სკოლების რეაბილიტაცია, სტუდენტების უცხოეთში სწავლა და ა.შ. 

ოპოზიცია მოუწოდებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ღია პოზიციის დაფიქსირებას, ამავე დროს ისინი იწყებენ კამპანიას რეგიონის მოსახლეობაში, რათა კიდევ ერთხელ გააცნონ ადგილობრივებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტების დაფინანსება და მხარდაჭერა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი