არა ქართული ოცნების რუსულ კანონს - არასამთავრობოების პროტესტი პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

"არა ქართული ოცნების რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროკავშირს და რუსულ დიქტატურაში მიათრევს" - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტთან იკრიბებიან.

"ეს რუსული კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა განიხილონ ჩვენმა პარლამენტარებმა, სპობს ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ერთმანეთი და ჩვენი ქვეყანა. კანონპროექტით უნდათ, რომ დასმენებისა და რეპრესიების დროში დაგვაბრუნონ, მტრულად წარმოაჩენს ჩვენს მეგობრებსაც, ვისთან ერთადაც ქვეყანას ვაშენებთ...

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თქვეს, რომ ასეთი კანონის დაშვება მიუღებელია მისი წევრი, ან წევრობის კანდიდატი რომელიმე ქვეყნისთვის. ამ არამდგრად და მტრულად განწყობილ გეოპოლიტიკურ გარემოში მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა ერთად არ დაგვაკარგვინონ ამ კანონპროექტით",- ამბობს აქციის მონაწილე. 

არასამთავრობოების ერთობლივი გზავნილია, რომ "დღეს და მომავალში პარლამენტის თითოეული წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს, პირადად იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მოსპობაში". 

"რუსული კანონი ჩვენი არჩევანი არ არის და არა რუსულ კანონს" - ამბობენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ მზად არიან ესაუბრონ იმ დეპუტატებს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ევროინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი. 

რუსული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში საგარეო და თავდაცვის გაერთიანებულ კომიტეტებზე რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. 

"ქართულმა ოცნებამ" საკანონმდებლო ორგანოში მისი მხარდამჭერი ექსპერტები და პროპაგანდისტები მოაბილიზა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი