"ყოველგვარი შინაარსი და პარალელების გარეშე, პირდაპირ არქმევენ რუსულ კანონს და მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ არც კი განიხილოთ, არც დაუშვათ ამ კანონის განხილვა.
ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის, ევროკავშირი იმიტომ მინდა, რომ ეს სამართლიანობა იყოს დაცული. მე ვერავინ მიმითითებდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკანონიერი ქმედება ჩავიდინო, იმიტომ, რომ თუ მე ამას გავაკეთებ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდები."
აცხადებს პარლამენტის წევრი, "ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილი რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით.