პროტესტის მონაწილეებმა, რომლებიც ამ წუთებში პარლამენტში, ჟიული შარტავას დარბაზის წინ არიან შეკრებილი, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ჩართეს.
პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შევიდა გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დაახლოებით 1 საათის წინ "ოცნების" რუსული კანონის განსახილველად კომიტეტის სხდომა უნდა დაწყებულიყო, თუმცა სხდომა არ იწყება. ოპოზიციონერებმა რუსული კანონპროექტი დახიეს.
დარბაზის გარეთ კი ამ დრომდე რჩებიან არასამთავრობო სექტორისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც "ოცნების" პროპაგანდისტებისგან განსხვავებით, კომიტეტზე არ შეუშვეს