გიორგი ვაშაძე დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი, სადაც უმრავლესობა რუსული კანონპროექტის განხილვის დაწყებას ცდილობს, ისევ ხმაური და დაპირისპირებაა. ადგილზე მობილიზებულ მანდატურებსა და სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლებს დარბაზიდან დეპუტატები ძალის გამოყენებით გაჰყავთ.

ძალის გამოყენებით გაიყვანეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე. 

ოპოზიცია უმრავლესობას საკომიტეტო მოსმენის დაწყების საშუალებას არ აძლევს.

პარალელურად, ხმაურია დარბაზს გარეთაც, სადაც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან შეკრებილი და კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ.  

დეპუტატ სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, დარბაზიდან ზონდერებმა ოპოზიციონერი კაცები გაიყვანეს და იქ ამჟამად მხოლოდ ქალები არიან.

[ფოტო ანა ბუჩუკურის ფეისბუქ ლაივიდან]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი