
"ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით კირკიტაძე სააკაძის 10-ში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა.
დავით კირკიტაძის თქმით, სოციალურად დაუცველები, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩნენ, იძულებული გახდნენ მიტოვებულ შენობაში შესულიყვნენ. მისი თქმით, ოჯახებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც არ აქვთ.
არც შუქი, არც წყალი.. სახურავიდან ისე ჩამოდის წვიმა, გეგონება, გარეთ არიან და ხელისუფლებისგან რეაგირება ნოლი. ხელისუფლებამ საერთოდ მიატოვა მოსახლეობა, მიატოვა მათზე ზრუნვა და გადასულია პირად კეთილმოწყობაზე, პირად კეთილდღეობაზე. ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა დავამთავროთ ოქტომბერში და ხალხს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ, უნდა დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებიც ამ პირობებში ცხოვრობენ და დღენიადაგ იმის შიში არიან, რომ მოვა ვიღაცა კიდევ ხელისუფლებიდან და აქიდანაც გაყრის მათ ქუჩაში, - ამბობს დავით კირკიტაძე