
სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში ამჟამად მათი არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფება. ლილუაშვილის უწყება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საკანონმდებლო ორგანოში განვითარებული დაძაბული მოვლენებისა და დაპირისპირების შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შეიყვანეს.
როგორც "მთავარი არხის" ჟურნალისტს უთხრეს, საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ სდსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.