არა რუსულ კანონს! | პარლამენტთან აქცია საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე გრძელდება

გამოქვეყნდა:

რუსთველის გამზირი - ადგილი, სადაც ამ წუთებში სამოქალაქო საზოგადოება, ქართული მედია და პოლიტიკური ოპოზიცია "ქართული ოცნების" მორიგ პრორუსულ ნაბიჯს - რუსულ კანონს აპროტესტებენ. საქართველოს პარლამენტი კვლავ პოლიტიკურ მოვლენათა ეპიცენტრია. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის დერეფნებში რამდენიმე საათის განმავლობაში ხმამაღალი შეძახილებით, და ფაქტობრივად ფიზიკური დაპირისპირებითაც კი მოითხოვდნენ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრებას. სწორედ ამ სხდომაზე დაიწყო მმართველმა პარტიამ რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა და მისი მიღების მცდელობა. 

პარლამენტის დერეფნებში დაწყებული პროტესტმა, რომელიც შემდეგ კომიტეტების სხდომაზე გაგრძელდა, საბოლოოდ ქუჩაში გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები შეკრებილი არიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე და იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. მოქალაქეების რაოდენობა რუსთაველზე სულ უფრო იზრდება და პარალელურად გრძელდება განხილვა საკომიტეტო სხდომაზე, რომელიც ამ დრომდე საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი