მოვლენათა ეპიცენტრი დღეს დილიდან პარლამენტის დერეფნები და გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენის დარბაზი იყო. სამოქალაქო აქტივისტები რამდენიმე საათის განმავლობაში ხმამაღალი შეძახილებით, და ფაქტობრივად ფიზიკური დაპირისპირებითაც კი მოითხოვდნენ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასწრებას.
სწორედ ამ სხდომაზე დაიწყო მმართველმა პარტიამ რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა და მისი მიღების მცდელობა. კომიტეტების სხდომა ამ დრომდე გრძელდება. რუსული კანონის მიღების მოწინააღმდეგეებს დარბაზშიც და პარლამენტის დერეფნებშიც არა მხოლოდ არგუმენტებით, არამედ ფიზიკურადაც კი მოუხდათ წინააღმდეგობის გაწევა მმართველი პოლიტიკური კლანის წევრებისა და მათ მიერ მობილიზებული ძლოვანი სპეცსამსახურების აგენტებისთვის, რომლებიც დარბაზში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.