ხელისუფლებაში ყოფნით გამდიდრებული დეპუტატები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უფლებებს უზღუდავენ. ვინ არიან რუსული კანონის ავტორები? "ქართული ოცნების" პოლიტიკური კლანის ნაწილი, რომელმაც "ხალხის ძალა" დაირქვა და სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის რეალური სურვილების გამხმოვანებელია.
სწორედ "ხალხის ძალის" და "ქართული ოცნების" ლიდერების უმრავლესობა არიან ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ ევროპული და დემოკრატიული სიკეთეებით და ცდილობენ, რომ ამავე სიკეთეებით სარგებლობა აუკრძალონ საქართველოს მოქალაქეებს.