ახლა მნიშვნელოვანია მოქმედება. დღესაც, ხვალაც, ორშაბათსაც, სამშაბათსაც - ხაბეიშვილი აქციებზე

გამოქვეყნდა:

ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება და ახლა მოქმედების დროა. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც შეკრებილები "ოცნების" რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ, ხაბეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს და ხალხი ამას უნდა შეეწინააღმდეგოს: 

"ახლა მნიშვნელოვანია მოქმედება. დღესაც, ხვალაც, ორშაბათსაც, სამშაბათსაც. გენერალური აქცია იქნება თუ არა? - იქნება. გენერალური ბრძოლა იქნება თუ არა?- იქნება. ოღონდ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური, პარტიული დამოკიდებულებები შეხედულებები, ვის ვინ მოსწონს და არ მოსწონს, სამშობლო არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა გავარუსოთ ეს ქვეყანა, რაც არ უნდა ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 80%-ს. ქართველი ხალხის ნება უნდა აღსრულდეს" ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი