"სირცხვილის დერეფნები" პარლამენტთან | აქტივისტების ნაწილმა შენობის შესასვლელებთან გადაინაცვლა

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან გადაინაცვლა და აქცია სამ სხვადასხვა ადგილას გრძელდება. 

ისინი აპირებენ, შენობიდან გამოსულ დეპუტატებს, რომლებიც საკომიტეტო სხდომაზე რუსულ კანონპროექტს განიხილავენ, "სირცხვილის დერეფნებით" დახვდნენ. 

პარალელურად, აქცია "არა რუსულ კანონს" გრძელდება პარლამენტის წინაც. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი