პარლამენტთან, აქციის სულ მცირე 3 მონაწილე, ძალის გამოყენებით დააკავეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, სულ მცირე სამი ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, ვინ არიან დაკავებულები. ადგილზე ამ წუთებშიც დაპირისპირებაა სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის.

დეტალებს ამ წუთებში ვაზუსტებთ. ადგილზე მყოფი ვაჟა სირაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. 

ამ წუთებში, პარალელურად, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან გადაინაცვლა და აქცია სამ სხვადასხვა ადგილას გრძელდება. 

ისინი აპირებენ, შენობიდან გამოსულ დეპუტატებს, რომლებიც საკომიტეტო სხდომაზე რუსულ კანონპროექტს განიხილავენ, "სირცხვილის დერეფნებით" დახვდნენ. 

პარალელურად, აქცია "არა რუსულ კანონს" გრძელდება პარლამენტის წინაც. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი