აქციაზე, ამ დროისთვის, სავარაუდოდ, 8 ადამიანია დაკავებული

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ამ დროისთვის, სავარაუდოდ, უკვე 8 ადამიანია დაკავებული. კადრებში ჩანს, რომ ისინი ძალის გამოყენებით დააკავეს და პოლიციის მანქანებში ჩასვეს. ამ დროისთვის უცნობია, ვინ არიან დაკავებულები. ადგილზე ამ წუთებშიც დაპირისპირებაა სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის.

დეტალებს ამ წუთებში ვაზუსტებთ. ადგილზე მყოფი ვაჟა სირაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. შეკითხვას, რატომ აკავებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, არ პასუხობს არც გოგა მემანიშვილი.

ამ წუთებში, პარალელურად, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან გადაინაცვლა და აქცია სამ სხვადასხვა ადგილას გრძელდება. 

ისინი აპირებენ, შენობიდან გამოსულ დეპუტატებს, რომლებიც საკომიტეტო სხდომაზე რუსულ კანონპროექტს განიხილავენ, "სირცხვილის დერეფნებით" დახვდნენ. 

პარალელურად, აქცია "არა რუსულ კანონს" გრძელდება პარლამენტის წინაც. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი