"თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში" | ვაჟა სირაძის თქმით, აქციაზე 4 პირია დაკავებული

გამოქვეყნდა:

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ცნობით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 პირია დაკავებული. ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი. სამართალდამცველები მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

"ამ ეტაპისთვის დაკავებულია 4 ადამიანი წვრილმანი ხულილგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე. ადგილზე მიმდინარეობდა აქცია, სადაც აქცია გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში. არაერთხელ მოუწოდა პოლიციამ გზის გახსნისაკენ, წესრიგისაკენ, ვინც არ დაგვემორჩილა, შესაბამისად იმოქმედეს. ამიტომ, მოვუწოდებთ თითოეულ აქციის მონაწილეს, თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, - ამბობს სირაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი