სანქციების გვერდის ავლით რუსეთისთვის საავიაციო ტექნიკის გადაცემის ბრალდებით, ორი ამერიკელი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ბრძანებით, ქალაქ კანზას-სიტიში საავიაციო ტექნოლოგიის არალეგალური ექსპორტისთვის ორი კაცი დააკავეს. 

Usnews-ის ცნობით, მათ სანქციების გვერდის ავლით რუსეთში არალეგალურად ექსპორტზე გაიტანეს საავიაციო ტექნოლოგია და უზრუნველყვეს ტექნიკის სარემონტო მომსახურებაც.

"კირილ ბუანოვსკის და დუგლას რობერტსონს ბრალად ედებათ შემდეგში: კონტროლირებადი საქონლის ექსპორტი ლიცენზიის გარეშე, გაყალბება, ელექტრონული საექსპორტო ინფორმაციის ვერ წარდგენა და საქონლის კონტრაბანდა აშშ-ის კანონის დარღვევით",- ნათქვამია განცხადებაში. 

იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბუანოვსკი და რობერტსონი ფლობდნენ და მართავდნენ კომპანიას "Kanrus Trading Co", რომელიც, სავარაუდოდ, აწვდიდა თვითმფრინავების ელექტრონიკას რუსულ კომპანიებს და უზრუნველყოფდა სარემონტო მომსახურებას რუსული წარმოებული თვითმფრინავებში გამოყენებული აღჭურვილობისთვის.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ 2020 წლიდან ისინი აშშ-ის საექსპორტო კანონების თავიდან აცილების მიზნით, მესამე ქვეყნების გავლით აგზავნიდნენ ნაწარმს და ამ გზით ნამდვილ საბოლოო მომხმარებლებსაც მალავდნენ. 

სტატიაში მითითებულია, რომ აშშ-მ მკვეთრად განსაზღვრა სანქციები და ფინანსური ჯარიმები, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 2022 წლის 24 თებერვალს. ათასობით სანქცია დაუწესდა ადამიანებსა და ფირმებს, კრემლზე ექსპორტის კონტროლი გულისხმობს ჩიპებზე წვდომის შეზღუდვას და თანამედროვე სამხედროების აღჭურვილობისთვის საჭირო სხვა პროდუქტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი