რუსებმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე წამების ქსელი შექმნეს - CNN

გამოქვეყნდა:

რუსმა დამპყრობლებმა შექმნეს წამების 20 ქსელი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის თანახმად, უკრაინელი და საერთაშორისო იურისტები ამბობენ, რომ ასეთი დაწესებულებები უკრაინული იდენტობის განადგურებისთვის იქმნება.

რუსებს აქამდეც ჰქონდათ წამების გამოყენების სტრატეგია. ეს მეთოდები გამოიყენეს კიევის რეგიონში გასული წლის მარტში, მაგრამ ხერსონში რუსები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. 

"ეს იზოლატორები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ისინი მიჰყვებიან ქცევის ძალიან მსგავსს, თუ არა იდენტურ გზას",- ამბობს ვეინ ჯორდაში, საერთაშორისო გამომძიებლების მობილური გუნდის თანამშრომლების ხელმძღვანელი.

იურისტების ეს გუნდი ეხმარება უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის გამოძიებას. ის დასძენს, რომ რუსეთი მიჰყვება წამების კონკრეტულ გეგმას, რომელიც სამ ეტაპადაა დაყოფილი. 

”პირველი ეტაპი, ფაქტობრივად, არის დაკავება და, ხშირ შემთხვევაში, იმ ადამიანთა მოკვლა, რომლებიც ”ლიდერებად ” მიიჩნევიან, ანუ ისინი, ვისაც შეეძლო შეწინააღმდეგებოდა ოკუპაციას. 

მეორე ეტაპი არის ერთგვარი ფილტრაციის პროცესი, როდესაც მოსახლეობა, რომელიც პატიმრობის ცენტრების მიღმა რჩება, ექვემდებარება მუდმივ მონიტორინგს და ფილტრაციას ყველა, ვინც ეჭვმიტანილია "ლიდერებთან" კავშირში, ან მონაწილეობს ნებისმიერი სახის წინააღმდეგობის ორგანიზებაში. იდენტიფიცირების შემდეგ ან რუსეთში გზავნიან, ან ტოვებენ დაკავების ობიექტებში და აწამებენ. 

მესამე ეტაპის მიზანი იყო მუდმივი უკრაინული იდენტურობის გაუჩინარება. ხდება პრო-უკრაინული საგნების (დროშები, ლურჯი-ყვითელი მაისურები და ა.შ.) მოხსნა ან უკრაინული პროგრამა სკოლებიდანაც ამოიღეს" ,- ამბობს ვეინ ჯორდაში, საერთაშორისო გამომძიებლების მობილური გუნდის თანამშრომლების ხელმძღვანელი.

ხერსონის განთავისუფლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 29 წლის უკრაინელი იჰორი CNN-თან იხსენებს იქ გატარებულ დღეებს. ”მე აქ 11 დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი და მთელი ამ ხნის განმავლობაში მესმოდა სარდაფიდან ყვირილის ხმა,” - თქვა მან და უსაფრთხოებისთვის CNN- ს სთხოვა, არ გამოეცხადებინა მისი გვარი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი