პრეზიდენტს კონსტიტუცია შემიძლია ვაჩუქო, წაიკითხოს თავისი ფუნქციები, არ აურჩევიათ პოლიტიკის გასატარებლად - მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "რუსული კანონის" ერთ-ერთი ინიციატორი, გურამ მაჭარაშვილი ამჯერად პრეზიდენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციაში უნდა წაიკითხოს რა არის მისი ფუნქციები. 

მაჭარაშვილის აზრით, ქართველ ხალხს ის არ აურჩევია იმისთვის, რომ საგარეო ან საშინაო პოლიტიკა გაატაროს.

"თუ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუცია მე შემიძლია ვაჩუქო და წაიკითხოს თავისი ფუნქციები. რა არის პრეზიდენტის ფუნქციები და რომ წაიკითხავს ნახავს, რომ ის არ მართავს ქვეყანას და ქართველ ხალხს ის არ აურჩევია იმისთვის, რომ საგარეო ან საშინაო პოლიტიკა გაატაროს. და თუ იგი განცხადებებს აკეთებს და არ შეუძლია რომ საქართველოს სასარგებლო განცხადება გააკეთოს, საწინააღმდეგოს მაინც ნუ აკეთებს. ჩვენ ბევრ ვინმეს დავუჭირეთ მხარი, ამას ვაღიარებ, მაგრამ სამწუხაროდ ზოგ მათგანმა მოახერხა ის, რომ უცხო ქვეყანაში სხვა ძალებთან გააბა კავშირი, სამწუხაროდ და ნუ, ანტიქართული ინტერესების გატარება დაიწყო. ფაქტია, რომ პრეზიდენტი აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს", - განაცხადა დეპუტატმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე "რუსულ კანონპროექტის" განხილვასა და განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი