"თუ ამ კანონპროექტებს მიიღებთ, მსუსხავი ეფექტი ექნება - გადახედეთ" | Freedom House ხელისუფლებას 

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი" [Freedom House] პარლამენტში ინიცირებულ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, მას სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე მსუსხავი ეფექტი ექნება.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გადახედოს ამ კანონპროექტებს. 

 

"ჩვენ ვიმეორებთ საერთაშორისო საზოგადოებიდან ბევრის შეშფოთებას, რომ საქართველოს ორი კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, თუ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ, მსუსხავი ეფექტი ექნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადახედოს ამ კანონპროექტებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, "Freedom House -ის" ტექსტი ეყრდნობა გაეროს ოფიციალურ განცხადებას. საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ პარლამენტში ინიცირებული "რუსული კანონპროექტი" კრიტიკულად შეაფასა. როგორც ორგანიზაციამ დაწერა, "აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი