
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი პოზიციას მოუწოდებს, შექმნან საქართველოს ევროპული პერსპექტივის გადარჩენის პლატფორმა. მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა "ოცნების" გეგმა - საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებაზე ჩაშალონ.
"ევროპული პერსპექტივის განადგურებისა და საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის გაფორმების ოცნებისეული მზაკვრული გეგმის ჩაშლა ახლა უმთავრესი სახელმწიფოებრივი ამოცანაა.
მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს, გამოვიჩინოთ შესაბამისი პასუხისმგებლობა და წინააღმდეგობების მიუხედავად, დაუყოვნებლივ შევქმნათ საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენის პლატფორმა. სწორედ ასე შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას ამ სანუკვარი იდეის, ყველაზე დიდი საქმისა და სტრატეგიული მიზნის მიღწევას!" - წერს არმაზ ახვლედიანი.