ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი! - "ლელომ" 5-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა

გამოქვეყნდა:

პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" 5-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ გუშინ განხილული კანონპროექტი არის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ არჩევანს ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს არის რუსული კანონი და არანაირი კავშირი ამერიკულ კანონმდებლობასთან არ აქვს.

"ლელოს პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობა, რათა არ დავუშვათ საქართველოს აცდენა მისი ისტორიული არჩევანიდან,  გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 

ამ მიზნით "ლელო" იწყებს აქტიურ თანამშრომლობას ქართულ საზოგადოებასთან - ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან, რომლებიც იზიარებენ ამ ამოცანას.

პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მხარს დავუჭიროთ პროდასავლური ძალების ყველა ინიციატივას და აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კანონის ჩაგდებას და ჯდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში;

დაიწყოს ინტენსიურ მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც ყველაზე მთავარია მოქალაქეებთან, მედიასაშუალებებთან და მათ წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს ყველა მოქმედების კოორდინირება;

ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას რათა შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან", - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდეს, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი