
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დღეს, პარასკევს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:30 საათზე, იენაკიევოს ოლქში, ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე, რუსული Su-34-ის გამანადგურებელი ბომბდამშენი ჩამოაგდეს.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი პილოტი დაიღუპა, მეორე კი, სავარაუდოდ, დაშავდა.