
რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონები დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა 20-მდე დარტყმა ტერიტორიას არტილერიით მიაყენეს.
ადგილობრივ მოსახლეობაში დაღუპულების, ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ცნობისთვის, რუსებმა დღის განმავლობაში სუმის ოლქის ათი თემი დაბომბეს, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსები და ელექტროგადამცემი ხაზები.