9836-მა რუსმა სამხედრომ უკრაინაში ტყვედ ჩაბარება ითხოვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამხედრო ტყვეთა მიმართვის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, 9836 რუსი სამხედროს მიმართვა მიიღეს, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაბარებას ითხოვენ.

საიტი - "მე მინდა ვიცხოვრო" - უკვე 6 თვეა ფუნქციონირებს და მისი მეშვეობით ოკუპანტები უკრაინას საკუთარი ნებით ბარდებიან. 

შტაბში აცხადებენ, რომ სამხედროების გარდა, ჩაბარებას ითხოვენ მათი ახლობლებიც.

რამდენი რუსი სამხედროა უკრაინის ტყვეობაში, რუსეთი ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებს, ხოლო უკრაინის შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოსთვის, რუსეთის ტყვეობაში უკრაინის 3400 მოქალაქე იმყოფებოდა, ხოლო  15 000-მდე დაკარგულად ითვლებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი