ტრიბუნალი რუსეთისთვის - კოალიციაში უკვე 29 სახელმწიფოა გაერთიანებული

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით,  უკვე 29 სახელმწიფო შეუერთდა კოალიციას, რომელიც რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უჭერს მხარს.

როგორც კულებამ ლვოვში, ნიდერლანდელ და ესტონელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პროცესი, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ეტაპობრივად მიდის ტრიბუნალის შექმნისკენ. 

"ჩვენი შეხვედრა უპირველეს ყოვლისა მივუძღვენით საკითხს, რომ შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულებისთვის. ეს პროცესი გასულ წელს დაიწყო, ეტაპობრივად მივდივართ ასეთი ტრიბუნალის შექმნისკენ და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ნიდერლანდების და ესტონეთის როლი. 
26 იანვარს შედგა ამ კოალიციის პირველი სხდომა სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე, მასში მონაწილეობდა 21 სახელმწიფო, ახლა უკვე 29. ამ ქვეყნებს შორის ერთი ლათინური ამერიკიდანაა, ანუ პროგრესი აშკარაა" - თქვა კულებამ

ტრიბუნალის შექმნის თაობაზე მომდევნო შეხვედრა 21-22 მარტს, სტრასბურგში გაიმართება. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი