პრეზიდენტი "ოცნების" აკრძალვას მოითხოვს - ზურაბიშვილის ხისტი პოზიცია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალი კონსტიტუცია 2017 წლის 26 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო და ქვეყნის ისტორიული არჩევანი მთავარ კანონში ჩაიწერა.  სახელმწიფო ინსტიტუტებს დაევალათ გადადგან ყველა ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის.

ძალაუფლებაში ყოფნის 10 წლის თავზე ივანიშვილის გუნდმა ხალხის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ გაილაშქრა. მხოლოდ დასავლეთზე თავდასხმა არ იკმარა და საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად პარლამენტში ღიად რუსული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. 

ოლიგარქის პარტიის ამ ნაბიჯებს საქართველოს პრეზიდენტის სკანდალური განცხადება მოჰყვა. სალომე ზურაბიშვილი მმართველი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვას ითხოვს.

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია სიტყვების შემდეგ ქმედებაზეც გადავიდეს. მიუხედავად იმისა,რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს უფლებების მცირე ჩამონათვალი აქვს განსაზღვრული, მას შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და პოლიტიკური პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება მოითხოვოს.

ოლიგარქის გუნდის პასუხი კი ტრადიციულია. სალომე ზურაბიშვილი ისევ მმართველი გუნდის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

ქვეყნის პრეზიდენტთან კითხვები აქვს ოპოზიციასაც. როდესაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაში სხვას ადანაშაულებს, ხელისუფლების ოპონენტები ახსენებენ პრეზიდენტს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან 2 პუნქტის შესრულების ბერკეტი მის ხელშია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი