რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღებულია - ქვეყნის ევროპული მომავლის შესაძლო დასასრული

გამოქვეყნდა:

ხალხის ძალის მიერ ინიცირებული,  ქართული ოცნების რუსული გეგმა - პროტესტისა და დაპირისპირების მიუხედავად ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი საკომიტეტო განხილვა მმართველმა გუნდმა პროექტის მხარდაჭერით დაასრულა. 

დასავლელი პარტნიორები, რომლებმაც სახელისუფლებო პარტია პროექტის დაინიცირებისთანავე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, ახლა ქვეყნის ევროპული მომავლის შესაძლო დასასრულზე პასუხისმგებლობას ოცნების დეპუტატებს პერსონალურად აკისრებენ. 

გავლენიანი სენატორი ჯინ შაჰინი ოცნების რიტორიკის საპასუხოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს რომ კანონს საერთო ამერიკულ ვერსიასთან არაფერი აქვს და ის კრემლის  გეგმაა, რომლის მიზანი საქართველოში რუსეთის მსგავსად თავისუფალი სიტყვისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი