კრემლი და საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთი საკითხის გარშემო ერთიანდება- "კანონი უცხოელი აგენტების შესახებ", რომელიც პუტინისა და ქართული ოცნების თქმით, მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურება. რუსეთის რეჟიმს რეპრესიული კანონის მეშვეობით ასობით ე.წ. მტერი ჰყავს გამოვლენილი, ივანიშვილის პარტიაც მტრებად ხელისუფლების კრიტიკოსების და რაც მთავარია, დასავლური ღირებულებების მქონე მოქალაქეების გამოცხადების პროცესშია.
ქართული ოცნება რუსეთს კვალდაკვალ მისდევს. ქართული მხარე კრემლს ოდნავ ჩამორჩა, რადგან რუსეთის დუმაში რეპრესიული კანონპროექტი უკვე დამტკიცებული და ძალაში შესულია, მაგრამ ოცნების მმართველი პარტია ახლა დებს მთელ ძალისხმევას იმაში, რომ რუსული დიქტატურის ანალოგი საქართველოში დაამყაროს. ოცნება პუტინის რეჟიმს არამარტო ქმედებებით, არამედ რიტორიკაშიც ბაძავს.
ფაქტობრივად მმართველი გუნდი ერთი ერთში ახმოვანებს ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ, კრემლში დაწერილ მესიჯბოქსს, თან ისე რომ სიტყვათა შეთანხმებასაც არ ცვლის.
ქართული კანონიც პირველ რიგში ეხება იმ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლების კორუფციული სქემების გამოვლენაზე მუშაობენ.
ნატალი ჯახუტაშვილი