ბოიკოტი სამხარაძეს - სტუდენტებმა რუსული კანონის მხარდამჭერი ლექტორის საგანი გადაირჩიეს

გამოქვეყნდა:

რუსული კანონი ბოიკოტის საფუძველი გახდა სტუდენტებისთვის. ახალგაზრდებისთვის მიუღებელია მოისმინონ იმ ლექტორის ლექცია ევროკავშირის შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში რუსულ კანონპროექტს ლობირებს. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები  ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ უარს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძის ლექციებზე. 

ქართული ოცნების დეპუტატებს რუსული კანონპროექტის ჩაგდებისკენ სტუდენტებთან ერთად მოუწოდებენ გაეროში მომუშავე ახალგაზრდები, ასევე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლის დამფუძნებლებიც თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. თუმცა, მმართველი გუნდისთვის კრიტიკა მიუღებელია და რუსული კანონის მიღებას პირველი მოსმენით მაინც გეგმავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი