საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან დაკავებული აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც პარლამენტთან ოცნების "რუსულ კანონს" აპროტესტებდნენ.მათ საგამოძიებო უწყება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავება.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი დღეს მხოლოდ 7 დაკავებულის საქმეს განიხილავს.

ხელწერილის საფუძველზე, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უკვე გათავისუფლებულია რამდენიმე აქტივისტი, ხოლო ორის სასამართლო პროცესი 10 დღით გადაიდო. 

ერთ-ერთის თქმით, ის სამართალდამცავებს 4 საათის განმავლობაში მანქანაში ჰყავდათ, რადგან დროებითი მოთავსების იზოლატორში ადგილი არ იყო. აქტივისტი ამბობს იმასაც, რომ მას 8 საათის განმავლობაში ბორკილები ეკეთა, რის გამოც ხელზე დაზიანებები მიიღო. 

ცნობისთვის,  საქმის მოსამართლე, ვალერიან ფილიშვილს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება, მათ შორის 20 ივნისის საქმე. სამოქალაქო აქტივისტებმა მას მაშინ "მონა ვალერი" შეარქვეს.

გუშინ, 2 მარტს  რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ სამოქალაქო პროტესტისთვის 36 პირი დააკავა. მათგან ორი, ინტერნეტგამოცემა "პუბლიკას'" რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი და "ტაბულას'" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი წუხელვე გაათავისუფლეს, დანარჩენები კი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.  

პარლამენტთან, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე კი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი