
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მალე შეძლებს შექმნას თავისი "სატანკო კოალიცია".
ზელენსკიმ ლატვიის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის მთავარი პრიორიტეტი ახლა არტილერია და ჭურვებია.
"არტილერია არის ნომერ პირველი, რაც ჩვენ გვჭირდება. როგორც სისტემა, ასევე საბრძოლო მასალები და დიდი რაოდენობით ჭურვები რომ მათ ტერიტორიას კი არ ვესროლოთ, გავდევნოთ ჩვენი ტერიტორიიდან... ასევე გვჭირდება თვითმფრინავები, თვითმფრინავების დეფიციტია. ამაზე ვისაუბრეთ და თანხმობა გვაქვს დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის მხრიდან. დღეს ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან როგორ შეუძლიათ მოსამზადებელ მისიებში დაგვეხმარონ", - თქვა ზელენსკიმ
გარდა ამისა, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გადაცემის დასაჩქარებლად საჭიროა საჯაროდ საუბარი იმაზე, თუ რა არ ყოფნით.
მისი თქმით, სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, შეუძლიათ სრულიად საჯაროდ მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ იარაღის გადაცემას. ზელენსკი ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინა მალე მიიღებს სატანკო არმიას.