ინდონეზიაში ნავთობის საცავში გაჩენილ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ინდონეზიაში, ჩრდილოეთ ჯაკარტაში მდებარე ნავთობის საცავში გაჩენილ ხანძარს, 17 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით ადამიანი.

ოფიციალური პირების თქმით,  ხანძრის გამო, ახლომდებარე ტერიტორიებიდან ათასობით ადგილობრივია ევაკუირებული. 

საწვავის შესანახი სადგური, მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიის მახლობლად მდებარეობს. 

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო, სულ მცირე 260 მეხანძრე და 52 სახანძრო მანქანა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი