აშშ-ის გენერალური პროკურორი უკრაინაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი უკრაინაში ჩავიდა. 

გარლანდი ლვოვში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მიიწვია.

"გენერალურმა პროკურორმა გამართა რამდენიმე შეხვედრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილება, რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია მისი უსამართლო და არაპროგნოზირებადი შეჭრისას, სუვერენული მეზობლის წინააღმდეგ", - აცხადებენ იუსტიციის წარმომადგენლები.

აშშ-ს გენერალური პროკურორის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე  არ ვრცელდებოდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი