"სამხედროს გარდა, თქვენ უკრაინელებს დიდი ზნეობრივი მხარდაჭერა გაუწიეთ" - ბაიდენი შოლცს

გამოქვეყნდა:

აშშ -ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა იყო -"მე ვიტყოდი, რომ სამხედრო დახმარების გარდა, თქვენ უკრაინელებს დიდი ზნეობრივი მხარდაჭერა გაუწიეთ" - მიმართა ბაიდენმა შოლცს. 

შოლცმა ბაიდენთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება:

"ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი წელია იმის გამო, რომ ძალზე საშიში საფრთხეა მსოფლიოსთვის, რომელიც წარმოიშვა რუსეთიდან, რომელიც უკრაინაში შეიჭრა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიმოქმედოთ" - აღნიშნა შოლცმა ბაიდენის პასუხად. 

შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ აშშ უკრაინას 400 მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი