
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად მეცოლამ გაავრცელა.
"კარგია უკრაინაში დაბრუნება.
იმ მამაც ადამიანებთან, რომლებმაც შთააგონეს მსოფლიო.
იმ გმირებთან, რომლებიც უარს ამბობენ დანებებაზე.
მათთან, ვინც ყველაფერი შესწირა ჩვენს ღირებულებებს.
ევროპელებთან, რომელთა სახლი ჩვენს ევროკავშირშია“ ,- დაწერა მან Twitter-ზე.