"პუბლიკას" რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი, რომელიც 2 მარტს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ვარდიაშვილი Facebook-ზე წერს.
"5 წუთის წინ დამირეკეს შსს-დან, რომ 12 საათზე ვარ დაბარებული სასამართლოში
საათნახევარი მაქვს: გამოსაფხიზლებლად, ფიზიკურად მოსამზადებლად, ადვოკატთან დასაკავშირებლად, რას მედავებიან იმის გასაცნობად, რავი, თუ მიჭერენ - ჩასაბარგებლად, სასამართლოში მისასვლელად და ა.შ.
P.S. Update: ამ წამს გადმომირეკეს რო დღეს აღარო, ქალაქიდან არ გახვიდე და კიდევ დაგირეკავთო, გადადეს. რა მოელანდათ არ ვიცი ", - წერს ზურა ვარდიაშვილი.
ცნობისთვის, 2 მარტს ოცნების რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქცია გაიმართა. პოლიციამ აქციაზე 36 პირი დააკავა. მათგან ორი, ინტერნეტგამოცემა ,,პუბლიკას'' რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი და ,"ტაბულას'' ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი იმავე ღამეს გაათავისუფლეს.
"პუბლიკას" რედაქტორის, ზურაბ ვარდიაშვილის თქმით, აქციაზე მისი დაკავების ბრძანება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ გასცა.