ევროპარლამენტის წევრი, ტეის როიტენი "ოცნების" რუსულ კანონპროექტს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ საფრთხეს უქმნის იმ ევროპულ მომავალს, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს.
ევროპარლამენტის დეპუტატი ამბობს, არჩევანი მარტივია - პარლამეტმა უნდა გააუქმოს რუსული სტილის კანონპროექტი.
"საქართველოს ხელისუფლება დიდ საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს, რასაც მისი ხალხი ითხოვს.
არჩევანი მარტივია.
პარლამენტმა უნდა გააუქმოს რუსული სტილის კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ და ამის ნაცვლად, სერიოზული პროგრესს მიაღწიოს ევროკავშირის კანდიდატობისთვის. საქართველო ევროპაა" - წერს როიტენი.