რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული ნაწილის "დედაქალაქად" მელიტოპოლი გამოაცხადეს

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული ნაწილის ახალ დედაქალაქად ოკუპანტებმა მელიტოპოლი გამოაცხადეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Tass ავრცელებს. 

ოკუპანტი ქვეყნის გამოცემა წერს, რომ ზაპოროჟიეს დროებით ოკუპირებული ნაწილი 16 ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყო. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა ზაპორიჟიეს დროებით ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი ბალიცკიმ. 

განკარგულებით ე.წ  გუბერნატორმა რეგიონული მნიშვნელობის ქალაქებს: ბერდიანსკს, მელიტოპოლსა და ენერგოდარს  "მიანიჭა" ურბანული უბნების სტატუსი. რეგიონში ჩამოყალიბდა 13 რაიონი, რომლებსაც ასევე მიენიჭათ მუნიციპალური რაიონების სტატუსი.

დოკუმენტის მიხედვით, ყველა ოლქის, ასევე, ქალაქების: ბერდიანსკისა და ენერგოდარის საზღვრები განისაზღვრება უკრაინის სსრ ადმინისტრაციული ზონირების საზღვრებით 1991 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით.

ცნობისთვის ოკუპანტები იწრმუნებიან, რომ რუსული ძალები აკონტროლებენ ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით 62,5%-ს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი