"ეწინააღმდეგება ჩვენს იდეებსა და სწრაფვას, ვიცხოვროთ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში" - "ხიდი" რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

"ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანია" - მმართველი უმრავლესობის რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს კლუბი "ხიდი" და წერს, რომ ის ეწინააღმდეგება იდეებს, რომლებიც მიმართულია თავისუფელ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებისკენ.

"საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება

ჩვენს იდეებს და სწრაფვას ვიცხოვროთ თავისუფალ, დამოუკიდებელ, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოში

ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანია",- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რუსული კანონპროექტის ინიციატორი "ხალხის ძალაა". ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.  

კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინფიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია.  "ოცნების" დეპუტატები კანონპროექტს მხარს უჭერენ.

კანონპროექტის ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში ისე ევროკავშირში. პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისა და პროტესტის მიუხედავად 2 მარტს საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი