ახალ ზელანდიაში 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა:

ახალ ზელანდიაში 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი კერმადეკის კუნძულების რეგიონში იყო. USGS-ის ცნობით, მიწისძვრა 152 კმ სიღრმეზე  დაფიქსირდა. 

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის ძიმძლავრე 6,6 მაგნიტუდა, ხოლო სიღრმე 183 კმ-ია.

ამასთან, მიწისძვრის შემდეგ მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გავრცელებულა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი