
ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაური, კრისტოფერ კავოლი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან დღემდე ომში 200 000-ზე მეტი რუსი სამხედრო და 1 800-ზე მეტი ოფიცერი დაიღუპა ან დაიჭრა.
მისივე ინფორმაციით, რუსეთმა ომში 2000-ზე მეტი ტანკი დაკარგა, საშუალოდ რუსული არმია კი დღეში 23 000-ზე მეტ საარტილერიო ჭურს ისვრის.
როგორც კოვალი აღნიშნა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ NATO ახალ რეალობას უნდა მოერგოს.
"თუ ვინმე მოდის ტანკით, თქვენც უნდა გქონდეთ ტანკი. თუმცა ცივი ომის ერთ-ერთი გაკვეთილი ისაა, რომ მთავარი იარაღის სიზუსტეა. ასევე, მნიშვნელოვანია თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების შესაძლებლობები. ომს ის იგებს, ვისაც შეუძლია რაც შეიძლება სწრაფად აწარმოოს [იარაღი]", - თქვა მან.
NATO-ს გენერალმა ასევე ხაზი გაუსვა სამოქალაქო ლიდერობის მნიშვნელობას: "ამ კონფლიქტიდან ვისწავლეთ, რომ სამოქალაქო ლიდერობა აბსოლუტურად აუცილებელია. მას შეუძლია ერის მობილიზება და პარტნიორების შთაგონება".