ჩემთვის დიდი ხანია რუსეთის გავლენა შემოსულია საქართველოში...თავისუფლება პოლიტპატიმრებს - ზურა დათუნაშვილი

გამოქვეყნდა:

 მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი რუსულ კანონპროექტს ეხმაურება და წერს, რომ რუსული გავლენა საქართველოში უკვე დიდი ხანია შემოსულია. 

"ჩემთვის დიდი ხანია რუსეთის გავლენა შემოსულია საქართველოში და სამწუხაროა რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხოლოდ ამ საშინელი რუსული კანონის მიღებით ხვდება ამას !!! თავისუფლება პოლიტპატიმრებს: მიხეილ  სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ფირუზ წულუკიძეს", - წერს ზურა დათუნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზურა დათუნაშვილმა საქართველო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან, 2019 წელს მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დატოვა. საქართველოს ჩემპიონატზე გეგეშიძემ მას თავში დაარტყა.  

გეგეშიძე 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა მალევე 5-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს და ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორედ, ოთხწლიანი ვადით ისევ აირჩიეს.

დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან ასპარეზობს და ზედიზედ ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. 2022 წელს დათუნაშვილი სერბეთში წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დაასახელეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი