
დელიში, G 20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს აუდიტორიაში დასცინიეს.
ლავროვი ამტკიცებდა, რომ "რუსეთი ცდილობს შეაჩეროს ომი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამოყენებით დაიწყეს".
"ომმა, რომლის შეჩერებასაც ჩვენ ვცდილობთ და რომელიც ჩვენს წინააღმდეგ უკრაინის გამოყენებით დაიწყეს, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა რუსეთის პოლიტიკაზე, მათ შორის ენერგეტიკულ პოლიტიკაზე. უხეშად რომ გითხრათ რა შეიცვალა - ჩვენ აღარასდროს ვენდობით დასავლეთში ჩვენს პარტნიორებს", - თქვა ლავროვმა.
მანამდე, ლავროვმა უკრაინაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა: "G20 მხოლოდ უკრაინითაა დაინტერესებული, სირცხვილია"