აქციაზე დაკავებული სტუდენტი მოსამართლემ 2 300 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

2 მარტს გამართულ აქციაზე დაკავებული სტუდენტი, საბა მეურნიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2 300 ლარით დააჯარიმა. 

მეურნიშვილს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, რაც მოსამართლემ გაიზიარა.

2 მარტს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ  აქციაზე სამართალდამცველებმა 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს.

ხელწერილით გაათავისუფლეს იზოლატორიდან დღეს კიდევ 7 აქტივისტი, რომელთა სასამართლო პროცესის თარიღი ჯერ უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი