მოძალადე პოლიციელები - 2 მარტის მოვლენები პარლამენტს შიგნით და გარეთ

გამოქვეყნდა:

რუსულ კანონპროექტზე, ხალხის პროტესტის ჩასახშობად პარლამენტთან ოცნებამ საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი გაუშვა. ანუ პოლიციის ის მაღალჩინოსნები, ვინც ქართული ოცნების მიმართ პოლიტიკურ სიმპათიებს არ მალავენ, მეტიც ნაწილს ივანიშვილების ოჯახთან ნათელ-მირონობა აკავშირებს; 

ოცნება  სწორედ მათი დახმარებით ახერხებს ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ხელების გადაგრეხვით, ძალადობრივი დაკავებებით მიიღოს სასურველი შედეგი და ქვეყანა ევროინტეგრაციის რელსებიდან გადაიყვანოს. 

მძიმე სანახავი იყო პარლამენტის შენობის შიგნით ის დერეფნები, სადაც დეპუტატებზე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე უფორმო პირები ძალადობდნენ. მეტიც პარლამენტის შენობიდან ონ.ჯის აკრედიტებული ჟურნალისტი ერთ-ერთმა მათგანმა ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი