
"ოცნება" ისევ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაზე ალაპარაკდა. ბიძინა ივანიშვილის გუნდმა რამდენიმე დღის წინ, მათი ღიად პრორუსული დანამატიდან - დეპუტატ ფრიდონ ინჯიას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა დააანონსებინა. ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსულ გზავნილს რამდენიმე წუთში დაეთანხმა და მოიწონა.
მეტიც, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ინიციატივას "დიდი სიამოვნებით დაუჭერდა მხარს".
რატომ მიუბრუნდნენ ომის გამოძიებას იმ დროს, როდესაც კრემლისა და "ქართული ოცნების" რიტორიკაში წერტილი დაახლოებით 3 თვის წინ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დასვა. ჰააგამ თქვა, რომ საქართველო 2008 წლის ომში თავს იცავდა.
ამან ხაზი გადაუსვა პუტინის რეჟიმისა და ოცნების პროპაგანდას რომ ომი თითქოს საქართველომ დაიწყო. არავითარი თავდასხმა მძინარე ცხინვალზე, არავითარი ომის დანაშაული და არავითარი პროვოკაცია ოფიციალური თბილისის ანუ მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა.
ოცნებას უნდა რომ ომის დაწყება მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს დააბრალოს - რას პასუხობენ ამ პუტინისტურ პროპაგანდა ის ადამიანები, ვინც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ და თავისი თვალით უყურებდნენ, როგორ იწყებოდა აგვისტოს ომი, რას პასუხობენ ბიძინა ივანიშვილის გუნდს ის ჯარისკაცები ვინც ქვეყნის დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე იდგა?
ნინი ჟიჟიაშვილის რეპორტაჟი.