
უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, უკრაინაში ომის გამო ახლა 7 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია.
"ჯერჯერობით, რეგისტრირებულია დაახლოებით 5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი, თუმცა რეალური რიცხვი 7 მილიონია. 5 მილიონზე მეტმა უკრაინელმა იპოვა დროებითი თავშესაფარი უკრაინის გარეთ,” - განაცხადა ვერეშჩუკმა ლვოვში მიმდინარე კონგრესზე.
ვიცეპრემიერმა დასძინა, რომ იძულებით გადაადგილებული პირებიდან 60% ქალია, 25% ბავშვი, 25% პენსიონერი, 200 000-ზე მეტი კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
მისი თქმით, 2023 წელს, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ამ ადამიანების დახმარება, რადგან მათი 66% უმუშევარია.