ზაპორიჟიეს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეზე რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.

"ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში იპოვეს ქალის ცხედარი. ჯამში 11 გარდაცვლილის (მათ შორის 1 ბავშვის) ცხედარი ამოიყვანეს", - აცხადებს უკრაინის სამაშველო სამსახური.

ზაპოროჟიე ოკუპანტებმა 3 მარტის ღამეს დაბომბეს. ერთ-ერთი რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. სადარბაზო მთლიანად განადგურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი