
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მობილიზაციის მორიგი ტალღა დონბასში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 5 მარტს დაიწყება.
„დონეცკის ოლქში, გორლოვკაში, 5 მარტიდან იგეგმება ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზების მორიგი ტალღა რუსეთის საოკუპაციო ჯარების რიგებში. საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა ხელმძღვანელს მიეცა წერილობითი ინსტრუქცია რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციისგან რეგისტრაციის შესახებ. სამხედრო აღრიცხვაზე 1995-2005 წლებში დაბადებული მამაკაცები იქნებიან“, - აცხადებენ სამინისტროში.
ოკუპირებულ დონბასში მობილიზება ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში დაიწყო, მაგრამ თუმცა რეგულარულ არმიაში რუსებს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული "რესპუბლიკებიდან" არავინ შეუყვანიათ.